ჩამოსვლა: წასვლა: სტუმრები:
დაჯავშნა

  • ჯუნიორ კინგ ოთახი
  • კინგ ოთახი
  • სუპერიორ კინგ ოთახი
მთავარი ოთახები კინგ ოთახები

კინგ ოთახები

თუნუქის სახურავები, აგურის ძველი სახლები, სარეცხით აფერადებული ხის აივნები, ძველი თბილისის ეკლექტური უბნის იდილია და სიმყუდროვე დაგხვდებათ სასტუმრო „ლაერტონი თბილისის“ ირგვლივ. „კინგ“ კატეგორიის ყველა ოთახი პასტელის ფერებშია გადაწყვეტილი და სტუმრებს სიმყუდროვის არაჩვეულებრივ განცდას უქმნის.


ოთახების კლასიკური ინტერიერი, მოხერხებული, მართლაც მეფური საწოლები ორთოპედიული მატრასებით, თანამედროვე დიზაინის კომფორტული სააბაზანო ოთახები - სასტუმრო „ლაერტონ თბილისის“ ძირითადი მახასიათებლებია. ნატურალური ხისაგან დამზადებული ელეგანტური ავეჯი ხეზე ხელით კვეთის განსაკუთრებული ნიმუშია და ქართველი ოსტატების მიერ ექსკლუზიურად ჩვენი სასტუმროსთვის არის შესრულებული. ყოველი ოთახი აღჭურვილია სამუშაო სივრცით, უფასო უკაბელო ინტერნეტით, LED-ტელევიზორით, დიდი სარკითა და ფუნქციონალური გარდერობით, მინი ბარით, თმის საშრობითა და პირადი მოხმარების ნივთებით, საიმედო სეიფითა და კლიმატის ინდივიდუალური კონტროლის სისტემით. ყოველივე ზემოაღნიშნული, დასვენებისა თუ მუშაობისათვის ყველა პირობას უქმნის სტუმარს.


მთავარი ოთახები ჯუნიორ კინგ ოთახი

ჯუნიორ კინგ ოთახი

ნომრის დაჯავშნა

სასტუმრო „ლაერტონ თბილისის“ მყუდრო, ელეგანტურ კლასიკურ სტილში გადაწყვეტილი „ჯუნიორ კინგ“ ოთახები - ეს არის უკომპრომისო გადაწყვეტილება მათთვის, ვინც აფასებს მაღალი კლასის სასტუმროს კომფორტსა და ეკონომიურობას. „ჯუნიორ კინგ“ ოთახების ფანჯრებიდან მთაწმინდის, ავლაბრის ძველი საცხოვრებელი უბნისა და სამების ტაძრის ხედები იშლება. ნომრების უპირატესობა მათი დიდი და ელეგანტური სააბაზანო ოთახებია.



  • ოთახის ფართობი: 19,99 კვ.მ.;
  • კლიმატის ინდივიდუალური კონტროლი;
  • უფასო უკაბელო ინტერნეტი;
  • LED-ტელევიზორი;
  • საკაბელო ტელევიზია;
  • ტელეფონი;
  • სეიფი;
  • სამუშაო სივრცე;
  • გაზეთი (მოთხოვნისამებრ);
  • მინიბარი;
  • ჩაის/ყავის მოსამზადებელი მოწყობილობა;
  • ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორი;
  • აბაზანა;
  • თმის საშრობი;
  • ჰიგიენის საშუალებები;
  • ერთჯერადი გამოყენების ნივთები;
  • რბილი იატაკი.

მთავარი ოთახები კინგ ოთახი

კინგ ოთახი

ნომრის დაჯავშნა

სასტუმრო „ლაერტონ თბილისის“ ყველა „კინგ“ ოთახი დიდი, ნათელი და მზიანია. უმეტესობა მათგანს გააჩნია ფართო ტერასები, რომლებიც საუკეთესო ადგილია განსატვირთად, სასაუზმოდ თუ ქალაქის ხედებით დასატკბობად. ტერასებზე თქვენ დაგხვდებათ პატარა მრგვალი მაგიდა სკამებით. ოთახების დახვეწილი დიზაინი და მშვიდ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი ყველა პირობას უქმნის სტუმარს მუშაობისა თუ დასვენებისათვის.



  • ოთახის ფართობი: 22,55 – 26,29 კვ.მ.;
  • კლიმატის ინდივიდუალური კონტროლი;
  • უფასო უკაბელო ინტერნეტი;
  • LED-ტელევიზორი;
  • საკაბელო ტელევიზია;
  • ტელეფონი;
  • სეიფი;
  • სამუშაო სივრცე;
  • გაზეთი (მოთხოვნისამებრ);
  • მინიბარი;
  • ჩაის/ყავის მოსამზადებელი მოწყობილობა;
  • ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორი;
  • აბაზანა;
  • თმის საშრობი;
  • ჰიგიენის საშუალებები;
  • ერთჯერადი გამოყენების ნივთები;
  • რბილი იატაკი.

მთავარი ოთახები სუპერიორ კინგ ოთახი

სუპერიორ კინგ ოთახი

ნომრის დაჯავშნა

„სუპერიორ კინგ“ ოთახების უმრავლესობა სასტუმროს ბოლო სართულებზეა განლაგებული, რაც მათ განსაკუთრებულად ნათელსა და მზიანს ხდის. ამ კატეგორიის ნომრების ფართო ტერასები საუკეთესო ადგილია განსატვირთად, თუ სასაუზმოდ. ტერასებზე თქვენ დაგხვდებათ პატარა მაგიდა სკამებით. „სუპერიორ კინგ“ ოთახების კლასიკური დიზაინი, მშვიდ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი და კიდევ უფრო მეტი სივრცე - სტუმრის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.



  • ოთახის ფართობი: 29,75 – 42,00 კვ.მ.;
  • კლიმატის ინდივიდუალური კონტროლი;
  • უფასო უკაბელო ინტერნეტი;
  • LED-ტელევიზორი;
  • საკაბელო ტელევიზია;
  • ტელეფონი;
  • სეიფი;
  • სამუშაო სივრცე;
  • გაზეთი (მოთხოვნისამებრ);
  • მინიბარი;
  • ჩაის/ყავის მოსამზადებელი მოწყობილობა;
  • ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორი;
  • აბაზანა;
  • თმის საშრობი;
  • ჰიგიენის საშუალებები;
  • ერთჯერადი გამოყენების ნივთები;
  • რბილი იატაკი.

თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს - ლაერტონ თბილისის ლოგო

საქართველო, ქ. თბილისი 0103,
ილიკო ქურხულის ქუჩა №14.

ტელ: (+995 322) 55 66 55

ელ-ფოსტა:  

რეზერვაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (+995 322) 55 66 55

ონლაინ რეზერვაცია/ანგარიშსწორება უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.