ჩამოსვლა: წასვლა: სტუმრები:
დაჯავშნა

  • ჯუნიორ ატიკ ოთახი
  • სუპერიორ ატიკ ოთახი
მთავარი ოთახები ატიკ ოთახები

ატიკები – მანსარდული ტიპის ოთახები

მყუდრო და კომფორტული სტანდარტ-კატეგორიის ატიკ ოთახები სასტუმრო „ლაერტონ თბილისის“ ჩრდილოეთის ფრთის მანსარდულ სართულებზე მდებარეობს. მანსარდული სტილის ჭერის მიუხედავად, დიდი და მაღალი ფანჯრებიდან შემომავალი დღის შუქის წყალობით, ატიკ ოთახები ძალიან ნათელი და მზიანია.


ატიკ კატეგორიის ყველა ოთახი ნათელ ლურჯ, შინდისფერ და ფირუზისფერ ფერებშია გადაწყვეტილი. ოთახები გამოირჩევა კლასიკური ინტერიერით, ნატურალური ხისაგან ინდივიდუალურად დამზადებული ელეგანტური ავეჯით, მოხერხებული და კომფორტული საწოლები ორთოპედიული მატრასებით. საქმიანი სტუმრებისათვის, ოთახებში გამოყოფილია სამუშაო სივრცე და ფუნქციონირებს უფასო უკაბელო ინტერნეტი. ნომრებში დაგხვდებათ LED-ტელევიზორი, დიდი სარკე და ფუნქციონალური გარდერობი, მინი ბარი, საიმედო სეიფი და კლიმატის ინდივიდუალური კონტროლის სისტემა. ფართო სააბაზანო ოთახები აღჭურვილია თმის საშრობითა და პირადი მოხმარების ნივთებით. ყოველივე ზემოაღნიშნული, დასვენებისა თუ მუშაობისათვის ყველა პირობას შეუქმნის სტუმარს.



მთავარი ოთახები ჯუნიორ ატიკ ოთახი

ჯუნიორ ატიკ ოთახი

ნომრის დაჯავშნა

„ჯუნიორ ატიკ“ ოთახები სასტუმრო „ლაერტონ თბილისის“ ახალი, ჩრდილოეთის ფრთის ბოლო სართულებზე მდებარეობს. მეხუთე სართულზე მდებარე ნომრები, მაღალი ჭერისა და ფანჯრების გამო, განსაკუთრებით ნათელი და მზიანია. სულ ბოლო, მეექვსე სართულზე მდებარე „ჯუნიორ ატიკების“ დამახასიათებელი თვისება კი დიდი და მზიანი სააბაზანო ოთახებია, თბილისის ძველი უბნების ხედებით. „ჯუნიორ ატიკ“ ოთახები გამოირჩევა დიდი ვიტრაჟული ფანჯრებით, საიდანაც დღისით თბილისის ხედები, ხოლო ღამით - ვარსკვლავიანი ცა შემოგცქერით.



  • ოთახის ფართობი: 25,00 კვ.მ.;
  • კლიმატის ინდივიდუალური კონტროლი;
  • უფასო უკაბელო ინტერნეტი;
  • LED-ტელევიზორი;
  • საკაბელო ტელევიზია;
  • ტელეფონი;
  • სეიფი;
  • სამუშაო სივრცე;
  • გაზეთი (მოთხოვნისამებრ);
  • მინიბარი;
  • ჩაის/ყავის მოსამზადებელი მოწყობილობა;
  • ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორი;
  • აბაზანა;
  • თმის საშრობი;
  • ჰიგიენის საშუალებები;
  • ერთჯერადი გამოყენების ნივთები;
  • რბილი იატაკი.

მთავარი ოთახები სუპერიორ ატიკ ოთახი

სუპერიორ ატიკ ოთახი

ნომრის დაჯავშნა

„სუპერიორ ატიკ“ ოთახი სასტუმრო „ლაერტონ თბილისის“ ჩრდილოეთის ფრთის მეხუთე სართულზე მდებარეობს. ოთახი ფართო და აივნიანია, საიდანაც მთაწმინდის, ფუნიკულიორის და გრანდიოზული სამებს ტაძრის ულამაზესი ხედები იშლება. აივანზე თქვენ დაგხვდებათ პატარა მაგიდა და ორი სკამი. საქმიანი ადამიანებისათვის ოთახში გამოყოფილია სამუშაო სივრცე საწერი მაგიდით და სკამით. აქვეა მოსასვენებელი ზონაც - ორი კომფორტული სავარძლით. „სუპერიორ ატიკ“ ოთახის დახვეწილი დიზაინი და თბილ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი ყველა პირობას უქმნის სტუმარს მუშაობისა თუ დასვენებისათვის.



  • ოთახის ფართობი: 35,00 კვ.მ.;
  • კლიმატის ინდივიდუალური კონტროლი;
  • უფასო უკაბელო ინტერნეტი;
  • LED-ტელევიზორი;
  • საკაბელო ტელევიზია;
  • ტელეფონი;
  • სეიფი;
  • სამუშაო სივრცე;
  • გაზეთი (მოთხოვნისამებრ);
  • მინიბარი;
  • ჩაის/ყავის მოსამზადებელი მოწყობილობა;
  • ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორი;
  • აბაზანა;
  • თმის საშრობი;
  • ჰიგიენის საშუალებები;
  • ერთჯერადი გამოყენების ნივთები;
  • რბილი იატაკი.

თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს - ლაერტონ თბილისის ლოგო

საქართველო, ქ. თბილისი 0103,
ილიკო ქურხულის ქუჩა №14.

ტელ: (+995 322) 55 66 55

ელ-ფოსტა:  

რეზერვაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (+995 322) 55 66 55

ონლაინ რეზერვაცია/ანგარიშსწორება უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.