ჩამოსვლა: წასვლა: სტუმრები:
დაჯავშნა

  • ჯუნიორ ტერასა ოთახი
  • ტერასა ოთახი
მთავარი ოთახები ტერასა ოთახები

ტერასა ოთახები

სასტუმრო „ლაერტონ თბილისის“ ტერასა ოთახების უნიკალურობას უდავოდ განსაზღვრავს მათი უზარმაზარი მზიანი ტერასები. ტერასებზე დაგხვდებათ მაგიდა, სკამები, კომფორტული სავარძლები, ან საქანელა. ასეთ ტერასებზე საუზმობა-ვახშმობა და ქალაქის მთაგორიანი რელიეფის პანორამული ხედებით ტკბობა - ნამდვილი სიამოვნებაა.


სტუმრებისათვის მაქსიმალური სიმყუდროვის უზრუნველსაყოფად ყველა ტერასა ოთახი მშვიდ ფერებშია გადაწყვეტილი. ოთახების კლასიკური ინტერიერი, ნატურალური ხისაგან დამზადებული ელეგანტური ავეჯი, მოხერხებული, მართლაც მეფური საწოლები ორთოპედიული მატრასებით - სასტუმრო „ლაერტონ თბილისის“ ძირითადი მახასიათებლებია. ყოველი ოთახი აღჭურვილია სამუშაო სივრცით, უფასო უკაბელო ინტერნეტით, LED-ტელევიზორით, დიდი სარკითა და ფუნქციონალური გარდერობით, მინი ბარით, თმის საშრობითა და პირადი მოხმარების ნივთებით, საიმედო სეიფითა და კლიმატის ინდივიდუალური კონტროლის სისტემით. ყოველივე ზემოაღნიშნული, დასვენებისა თუ მუშაობისათვის ყველა პირობას შეგიქმნით.



მთავარი ოთახები ჯუნიორ ტერასა ოთახი

ჯუნიორ ტერასა ოთახი

ნომრის დაჯავშნა

სასტუმრო „ლაერტონ თბილისის“ „ჯუნიორ ტერასა“ ოთახები სტუმარს სიმყუდროვისა და საკუთარ სახლში ყოფნის გრძნობას აღუძრავს. ფანჯრებიდან და ტერასებიდან მთაწმინდისა და ფუნიკულიორის ლამაზი ხედები იშლება. ტერასებზე დაგხვდებათ მაგიდა სკამებით. მყუდრო და პატარა, ელეგანტურ სტილში გადაწყვეტილი „ჯუნიორ ტერასა“ კატეგორიის ოთახი - ეს არის უკომპრომისო გადაწყვეტილება მათთვის, ვინც აფასებს მაღალი კლასის სასტუმროს კომფორტს, ესთეტიურ სიამოვნებას და ეკონომიურობას.



  • ოთახის ფართობი: 20,42 – 21,00 კვ.მ.;
  • ტერასის ფართობი: 7,50 – 9,50 კვ.მ.;
  • კლიმატის ინდივიდუალური კონტროლი;
  • უფასო უკაბელო ინტერნეტი;
  • LED-ტელევიზორი;
  • საკაბელო ტელევიზია;
  • ტელეფონი;
  • სეიფი;
  • სამუშაო სივრცე;
  • გაზეთი (მოთხოვნისამებრ);
  • მინიბარი;
  • ჩაის/ყავის მოსამზადებელი მოწყობილობა;
  • ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორი;
  • აბაზანა;
  • თმის საშრობი;
  • ჰიგიენის საშუალებები;
  • ერთჯერადი გამოყენების ნივთები;
  • რბილი იატაკი.

მთავარი ოთახები ტერასა ოთახი

ტერასა ოთახი

ნომრის დაჯავშნა

დიდი, ნათელი და მზიანი „ტერასა“ ოთახები თავიანთი აივნებით თითქოს შეჭრილია თბილისის მომაჯადოებელ, კოლორიტულ და მწვანე პანორამაში და არცერთ სტუმარს დატოვებს გულგრილს. ფართო ტერასები საუკეთესო ადგილია განსატვირთად თუ სასაუზმოდ. ტერასებზე თქვენ დაგხვდებათ პატარა მრგვალი მაგიდა სკამებით და კომფორტული სავარძლები. ოთახების დახვეწილი დიზაინი, კომფორტული ავეჯი და პასტელის ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი ყველა სტუმრისათვის დაუვიწყარს გახდის სასტუმრო „ლაერტონ თბილისში“ გატარებულ დღეებს.



  • ოთახის ფართობი: 31,69 – 33,44 კვ.მ.;
  • ტერასის ფართობი: 9,71 – 44,00 კვ.მ.;
  • კლიმატის ინდივიდუალური კონტროლი;
  • უფასო უკაბელო ინტერნეტი;
  • LED-ტელევიზორი;
  • საკაბელო ტელევიზია;
  • ტელეფონი;
  • სეიფი;
  • სამუშაო სივრცე;
  • გაზეთი (მოთხოვნისამებრ);
  • მინიბარი;
  • ჩაის/ყავის მოსამზადებელი მოწყობილობა;
  • ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორი;
  • აბაზანა;
  • თმის საშრობი;
  • ჰიგიენის საშუალებები;
  • ერთჯერადი გამოყენების ნივთები;
  • რბილი იატაკი.

თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს - ლაერტონ თბილისის ლოგო

საქართველო, ქ. თბილისი 0103,
ილიკო ქურხულის ქუჩა №14.

ტელ: (+995 322) 55 66 55

ელ-ფოსტა:  

რეზერვაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (+995 322) 55 66 55

ონლაინ რეზერვაცია/ანგარიშსწორება უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.