ჩამოსვლა: წასვლა: სტუმრები:
დაჯავშნა

მთავარი ელიონი ვერანდა

ელიონი ვერანდა

სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული ორდონიანი „ელიონი ვერანდა“ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დილით მაცოცხლებელი ფინჯანი ყავისა თუ არომატული ჩაის მისართმევად. თქვენ შეგიძლიათ მყუდროდ მოკალათდეთ მზის პირველი სხივებით განათებულ შიდა დარბაზში, ან შემინულ ვერანდაზე და დატკბეთ ძველი თბილისის თვალუწვდენელი პეიზაჟებით, მთაწმინდის, ფუნიკულიორისა თუ სამების გრანდიოზული ტაძრის ხედებით.


„ელიონი ვერანდის“ მეორე სართულზე მდებარე, ასევე შემინულ უზარმაზარ ტერასაზე თქვენ შესძლებთ განმარტოვდეთ, შეარჩიოთ ქალაქის თქვენთვის ყველაზე ლამაზი და საინტერესო ხედი და დააგემოვნოთ ჩვენი კერძები.


„ელიონი ვერანდა“ გთავაზობთ აღმოაჩინოთ ნატურალური პროდუქტების ჭეშმარიტი გემო და ისიამოვნოთ ჩვენი შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული ახალი, ჯანსაღი და გემრიელი ქართული თუ ევროპული კერძებით. თავისი დახვეწილი სტილისა და ინდივიდუალურობის წყალობით, „ელიონი ვერანდა“ საუკეთესო ადგილია სასაუზმოდ თუ ორგანიზებული სადილებისა და ვახშმების გასამართად.


ელიონი ვერანდის ზედა დონის პატარა ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახულია დიდი ვიტრაჟული ფანჯრები, საიდანაც ძველი თბილისისა და თბილისის ამ სასტუმროს ირგვლივ მდებარე მთების ხედები იშლება.

რეზერვაცია

ტელ: (+995 322) 55 66 55

მისამართი: ქურხულის ქუჩა №14

ელ-ფოსტა: 

რეზერვაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (+995 322) 55 66 55

ონლაინ რეზერვაცია/ანგარიშსწორება უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.