ჩამოსვლა: წასვლა: სტუმრები:
დაჯავშნა

  • საცურაო აუზი
  • ჯაკუზი
  • საუნა
  • სარელაქსაციო სივრცე
მთავარი სპა თბილისში სპა ცენტრი

სპა ცენტრი

„ლაერტონ თბილისის“ სპა ცენტრი სასტუმროს ჩრდილოეთის ფრთის ნულოვან სართულზე მდებარეობს. სასტუმროს სტუმრების გარდა, სპა ცენტრის კომფორტულ გარემოში დასვენება და განტვირთვა ნებისმიერი მსურველისთვის არის შესაძლებელი. სასიამოვნო მუსიკის ფონზე, თქვენს განკარგულებაშია აუზი, საუნა, ჯაკუზი, მასაჟის კაბინეტი, სარელაქსაციო ოთახი.


ხანგრძლივი ფრენის, ან უბრალოდ დამღლელი დღის შედეგ „ლაერტონ სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრში“ თქვენ შეგიძლიათ განიტვირთოთ, გაიჯანსაღოთ ორგანიზმი და აღიდგინოთ დაკარგული ენერგია. სპა პროცედურების წყალობით ორგანიზმში უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, სისხლის მიმოქცევა, კანის მდგომარეობა, ხდება შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნა - შედეგად კი უმჯობესდება თქვენი გუნება-განწყობილება და ხასიათი.


სპა ცენტრი ფუნქციონირებს ყოველდღე, დილის 7:00 საღამოს 23:00 საათამდე. ცენტრი აღჭურვილია გამოსაცვლელი და საპირფარეშო ოთახებით, საშხაპეებით, თმის საშრობით.


მთავარი სპა თბილისში სპა ცენტრი საცურაო აუზი

საცურაო აუზი

შესანიშნავი დასვენებისა და განტვირთვისათვის, სასტუმრო „ლაერტონ თბილისი“ გეპატიჟებათ აუზზე, რომელიც სასტუმროს ჩრდილოეთის ფრთის ნულოვან სართულზე მდებარეობს და ჩვენი სპა ცენტრის მთავარი კომპონენტია.


აუზი უფასოდ ემსახურება „ლაერტონ თბილისის“ სტუმრებს და ღიაა დილის 7:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე. აუზის საერთო ფართი 9 х 5 მეტრია, ხოლო სიღრმე - 1.50 მეტრი. წყალი აუზში 28-30 გრადუსამდე თბება. აუზის ირგვლივ მოწყობილია კომფორტული დასვენების ზონა შეზლონგებითა და ჯაკუზით. გარდა ამისა, აქვე განთავსებულია საუნა, მასაჟის კაბინეტი და სარელაქსაციო ოთახი.


ჩვენს სპა ცენტრში თქვენ შეგიძლიათ მთელი დღე გაატაროთ და დრო შეუმჩნევლად გაივლის. ეს მთელი მინი-კურორტია, რომელიც დაძაბულობისა და სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. გვეწვიეთ, იგრძენით თავი მხნედ და დაიმუხტეთ დადებითი ენერგიით!


მთავარი სპა თბილისში სპა ცენტრი ჯაკუზი

ჯაკუზი

მოადუნეთ სხეული, გახალისდით, გაჯანსაღდით და განიტვირთეთ სასტუმრო „ლაერტონ თბილისის“ სპა ცენტრში. სრული რელაქსაციისათვის შესანიშნავია ჩვენი ჯაკუზი ჰაერის ჰიდრომასაჟის ფუნქციით.


ჯაკუზის თერაპიული ეფექტი წყლის ჭავლის ჰაერის ბუშტუკებთან შეერთებით მიიღწევა. ჰაერის ბუშტუკები აბაზანის ფსკერიდან გამოიტყორცნებიან, ქმნიან გეიზერის ეფექტს და სხეულის ჰიდრომასაჟირებას ახდენენ. წყლის ტემპერატურა 37-40 გრადუსს აღწევს, ხოლო ტევადობის თვალსაზრისით, ჯაკუზი 5 ადამიანზე არის გათვლილი.


ჩვენი ჯაკუზითა და მთლიანად „ლაერტონ თბილისის“ სპა ცენტრით სარგებლობა უფასოა სასტუმროს მობინადრეებისათვის. „ლაერტონ თბილისის“ სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი თქვენთვის ღიაა ყოველდღე, დილის 7:00-დან საღამოს 23:00 საათამდე.


მთავარი სპა თბილისში სპა ცენტრი საუნა

საუნა

საუნა - ეს გახლავთ იდეალური საშუალება განიწმინოთ ორგანიზმი, გაიძლიეროთ იმუნიტეტი, მოიხსნათ კუნთების დაძაბულობა, დაიმუხტოთ დადებითი ენერგიით და გაიუმჯობესოთ გუნება-განწყობილება.


საუნის სამკურნალო ეფექტი მიიღწევა იმის ხარჯზე, რომ საუნის მშრალი, მაგრამ გავარვარებული ჰაერის ნაკადი მონაცვლეობს ცივი წყლის ჭავლთან, რაც გაძლიერებულ ოფლის გამოყოფას იწვევს. ცხელი ჰაერი წმენდს ზედა სასუნთქ გზებს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ამით აუმჯობესებს კანის საფარის მდგომარეობას.


ჰაერის ტემპერატურა ჩვენს საუნაში 90 გრადუსამდე აღწევს, ხოლო კანის დასატენიანებლად ჟასმინის, ევკალიპტის და სხვა არომატული ეთერზეთები გამოიყენება. ცხელი ორთქლის აბაზანების და შხაპის მიღების შემდეგ, რეკომენდირებულია ცივი წყლით სხეულის გაგრილება ვარცლიდან ან ჩვენი აუზის მეშვეობით.


მთავარი სპა თბილისში სპა ცენტრი სარელაქსაციო სივრცე

სარელაქსაციო სივრცე

სასტუმრო „ლაერტონ თბილისის“ სპა ცენტრის სარელაქსაციო ოთახში არსებული დადებითი ენერგეტიკა საშუალებას მოგცემთ მოდუნდეთ, დაივიწყოთ ყოველდღიურობა და განიტვირთოთ.


სარელქსაციო ოთახი წარმოადგენს ერთგვარ მოსასვენებელ სივრცეს. თქვენ აუცილებლად მოგეწონებათ სასტუმროს „ლობი ბარის“ მენიუდან მრავალფეროვანი სასმელების შეკვეთის შესაძლებლობა, წყნარი მუსიკა და დამამშვიდებელი განათება, სხვადასხვა ეთერზეთების არომატით ტკბობის საშუალება, კომფორტული სავარძლები და ინტერიერის დახვეწილი დიზაინი.


სასტუმრო „ლაერტონ თბილისის“ სპა ცენტრის წყლის პროცედურებისა თუ საუნის შემდეგ სარელაქსაციო ოთახის სასიამოვნო ატმოსფეროში გატარებული რამდენიმე საათიც საკმარისია, რათა ჰარმონიულად იგრძნოთ თავი გარესამყაროსთან და გაიუმჯობესოთ ემოციური მდგომარეობა.


თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს - ლაერტონ თბილისის ლოგო

საქართველო, ქ. თბილისი 0103,
ილიკო ქურხულის ქუჩა №14.

ტელ: (+995 322) 55 66 55

ელ-ფოსტა:  

რეზერვაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (+995 322) 55 66 55

ონლაინ რეზერვაცია/ანგარიშსწორება უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.