ჩამოსვლა: წასვლა: სტუმრები:
დაჯავშნა

  • ლაერტონ ვენიუ ჰოლი
მთავარი ღონისძიებები ბანკეტები

ბანკეტები

კორპორატიული შეკრებები, საიუბილეო საღამოები, წვეულებები, მაღალი დონის რაუტები, ბანკეტები – სასტუმრო „ლაერტონ თბილისში“ სხვადასხვა ფორმატის ღონისძიების ორგანიზებაა შესაძლებელი.


თქვენს განკარგულებაშია საოცრად ელეგანტური, მყუდრო, დახვეწილი, განათებისა და სცენის უახლესი აპარატურით აღჭურვილი „ლაერტონ ვენიუ ჰოლი“.


ცენტრალური მდებარეობა ქალაქში, ინტერიერის ორიგინალური დიზაინი, კომფორტული ნომრები, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა, უგემრიელესი ქართული თუ ევროპული კერძები, დღესასწაულების პროფესიონალ ორგანიზატორთა გუნდი და გულითადი მომსახურება – სასტუმრო „ლაერტონ თბილისში“ დაგხვდებათ ყველაფერი, რაც თქვენი ღონისძიების უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვისაა აუცილებელი.


მთავარი ღონისძიებები ბანკეტები ლაერტონ ვენიუ ჰოლი

ლაერტონ ვენიუ ჰოლი

დაგეგმეთ კორპორატიული წვეულება განსხვავებულ ატმოსფეროში, მოაწყვეთ მაღალი დონის რაუტები თუ ბანკეტები ელეგანტურ გარემოში, აღნიშნეთ დაუვიწყარი იუბილეები და შეუქმენით თქვენს სტუმრებს სასიამოვნო განწყობა - „ლაერტონ ვენიუ ჰოლი“ ნებისმიერი ღონისძიების გამართვის საშუალებას იძლევა.


„ლაერტონ ვენიუ ჰოლი“ 100 პერსონაზე არის გათვლილი. შეგვიძლია სტუმრებს დარბაზის სხვადასხვაგვარი წყობა შევთავაზოთ. დარბაზის მომიჯნავე, ახალი ტექნიკით აღჭურვილ სამზარეულოში მოფუსფუსე მზარეულები თქვენს წვეულებას დაუვიწყარ გემოს შესძენენ ტრადიციული ქართული საბანკეტო მენიუს მეშვეობით. ასევე, შესაძლებელია ევროპული მენიუსგან შემდგარი სადილის, ვახშმის, თუ ალაფურშეტების მოწყობა.


ჩვენი ელეგანტური დარბაზი სცენის განათებისა და უახლესი აუდიო აპარატურით არის აღჭურვილი. თქვენი სურვილისამებრ შეგვიძლია როგორც ცოცხალი ბენდისა და მომღერლების მოწვევა.


ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა თქვენს სურვილს! თქვენი დღესასწაული „ლაერტონ ვენიუ ჰოლში“ აუცილებლად დახვეწილი, უნიკალური და დაუვიწყარი იქნება!


თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს - ლაერტონ თბილისის ლოგო

საქართველო, ქ. თბილისი 0103,
ილიკო ქურხულის ქუჩა №14.

ტელ: (+995 322) 55 66 55

ელ-ფოსტა:  

რეზერვაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (+995 322) 55 66 55

ონლაინ რეზერვაცია/ანგარიშსწორება უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.