ჩამოსვლა: წასვლა: სტუმრები:
დაჯავშნა

  • ლაერტონ ვენიუ ჰოლი
  • საქორწილო აპარტამენტი
მთავარი ღონისძიებები ქორწილები

ქორწილები

ქორწილი გრანდიოზული მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში! მოგვანდეთ ამ ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ორგანიზებაზე ზრუნვა, გადაიხადეთ თქვენი ოცნების ქორწილი სასტუმრო „ლაერტონ თბილისში“ და ის, მართლაც, დაუვიწყარი გახდება!


საზეიმო წვეულებისთვის თქვენ განკარგულებაშია ელეგანტური, დახვეწილი, უახლესი აპარატურით აღჭურვილი და სადღესასწაულოდ მორთული „ლაერტონ ვენიუ ჰოლი“, რომელიც უგემრიელესი კერძებით გიმასპინძლებთ და თქვენთვის სასურველ მუსიკალურ თუ გასართობ პროგრამას შემოგთავაზებთ.


ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა თქვენს სურვილს და საკუთარ თავზე ვიღებთ რთულ საორგანიზაციო სამუშაოს, რათა თქვენ სრულად დატკბეთ თქვენი დღესასწაულით და ბედნიერებით ბრწყინავდეთ!


მთავარი ღონისძიებები ქორწილები ლაერტონ ვენიუ ჰოლი

ლაერტონ ვენიუ ჰოლი

ყვავილებით, ჰელიუმის ბუშტებით, ვარდის ფურცლებითა და სანთლებით მორთული „ლაერტონ ვენიუ ჰოლი“ იდეალურია ძირითადი საქორწილო ღონისძიებისათვის. სცენის განათება და უახლესი აუდიო აპარატურა სხვადასხვა სახის მუსიკალური წარმოდგენის გამართვის საშუალებას იძლევა.


დახვეწილი ინტერიერის მქონე „ლაერტონ ვენიუ ჰოლი“ 100 პერსონაზე არის გათვლილი. დარბაზის მომიჯნავე, ახალი ტექნიკით აღჭურვილ სამზარეულოში მოფუსფუსე მზარეულები თქვენს წვეულებას დაუვიწყარ გემოს შესძენენ ქართული ტრადიციული საბანკეტო მენიუს მეშვეობით, რომელიც თქვენი სურვილისამებრ შეირჩევა.


ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა თქვენს სურვილს! ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების წყალობით თქვენი დღესასწაული „ლაერტონ ვენიუ ჰოლში“ აუცილებლად დახვეწილი, უნიკალური და დაუვიწყარი იქნება!


მთავარი ღონისძიებები ქორწილები საქორწილო აპარტამენტი

საქორწილო აპარტამენტი

სასტუმრო „ლაერტონ თბილისში“ ორგანიზებული საქორწილო წვეულების შემდეგ ახალდაქორწინებულ წყვილს სპეციალური საჩუქარი ელის - სასტუმროს ნომერი უფასოდ, საქორწილო ღამის გასატარებლად.


ყვავილებით, სანთლებითა და ვარდის ფურცლებით სადღესასწაულოდ ორიგინალურად მორთული ოთახი წყვილის თანაცხოვრების ბედნიერი და ლამაზი დასაწყისია. ახალდაქორწინებულებს ნომერში დახვდებათ შამპანური და ხილის ასორტი. საქორწილო აპარტამენტის დახვეწილი ინტერიერი და დიზაინი, ტერასებს მიღმა ღამის თბილისის მომაჯადოვებელი ხედები და რომანტიულად გატარებული ბედნიერი დღე - თქვენს ტკბილ და დაუვიწყარ მოგონებად იქცევა!


თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს - ლაერტონ თბილისის ლოგო

საქართველო, ქ. თბილისი 0103,
ილიკო ქურხულის ქუჩა №14.

ტელ: (+995 322) 55 66 55

ელ-ფოსტა:  

რეზერვაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (+995 322) 55 66 55

ონლაინ რეზერვაცია/ანგარიშსწორება უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.