ჩამოსვლა: წასვლა: სტუმრები:
დაჯავშნა

  • დარბაზის წყობა
  • ტექნიკური აღჭურვილობა
მთავარი ღონისძიებები შეხვედრები

საკონფერენციო დარბაზი "აკაცია ჰოლი"

ნებისმიერი საქმიანი შეხვედრისა თუ ღონისძიების წარმატება დამოკიდებულია სწორ ორგანიზებაზე, ტექნიკურ აღჭურვილობაზე, კომფორტულ პირობებსა და უმაღლესი ხარისხის სერვისზე. სასტუმრო „ლაერტონ თბილისში“ სხვადასხვა ფორმატის ბიზნეს-ღონისძიების ჩასატარებლად ყველა ზემოაღნიშნული პირობაა.


მზის სხივებით გაჯერებული ულამაზესი საკონფერენციო დარბაზის „აკაცია ჰოლის“ უზარმაზარი ფანჯრებიდან და ტერასებიდან ლამაზი აკაციის ხეები მოსჩანს. ასეთ გარემოში მუშაობა, უდავოდ, ნაყოფიერი და სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი იქნება ღონისძიების ნებისმიერი მონაწილისათვის. თქვენი სურვილისამებრ შემოგთავაზებთ ქეითერინგ მომსახურებას, ბიზნეს-ლანჩების, ფურშეტებისა და „ყავის შესვენებების“ ორგანიზებას.


შესთავაზეთ საქმიან პარტნიორებს ალტერნატიული გარემო ოფიციალური შეხვედრებისთვის. ჩვენ კი დაგეხმარებით თქვენი ჩანაფიქრის რეალიზებაში, გავითვალისწინებთ თქვენს სურვილებს, ვიზრუნებთ თქვენს კომფორტსა და უსაფრთხოებაზე.


მთავარი ღონისძიებები შეხვედრები დარბაზის წყობა

დარბაზის წყობა

სასტუმრო „ლაერტონ თბილისი“ გთავაზობთ მაღალი დონისა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს „აკაცია ჰოლს“. ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანების რაოდენობისა და სტუმრების ნება-სურვილის მიხედვით შეგვიძლია დარბაზის წყობის შემდეგი სახეობანი შემოგთავაზოთ:



  • მაგიდის ირგვლივ
  • U-ფორმის
  • კლასი
  • კაბარე
  • თეატრი.


საკონფერენციო დარბაზის ზემოაღნიშნულ წყობათა (მაგიდების განლაგების) გეგმები იხილეთ ამ ბმულზე.


მთავარი ღონისძიებები შეხვედრები ტექნიკური აღჭურვილობა

ტექნიკური აღჭურვილობა

საკონფერენციო დარბაზი „აკაცია ჰოლი“ აღჭურვილია უახლესი აუდიო-ვიზუალური მოწყობილობებით, უფასო მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტით, კონდიცირების სისტემებით, სინქრონული თარგმნის ოთახით, ეკრანით, ვიდეოპროექტორით, უსადენო მიკროფონებით და ა.შ. დარბაზი გათვლილია 100 პერსონაზე.


ტექნიკური პირობები:

  • პროექტორი და ეკრანი;
  • უსადენო მიკროფონები;
  • სინქრონული თარგმნის ოთახი;
  • უკაბელო ინტერნეტი.

შესაძლებლობები:

  • ტრიბუნა
  • სცენა
  • ფლიპ-ჩარტი, ფლიპ-ჩარტის ფურცლები და კალმები;
  • ფურცლები, კალმები;
  • დარბაზის დეკორირება.

თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს - ლაერტონ თბილისის ლოგო

საქართველო, ქ. თბილისი 0103,
ილიკო ქურხულის ქუჩა №14.

ტელ: (+995 322) 55 66 55

ელ-ფოსტა:  

რეზერვაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (+995 322) 55 66 55

ონლაინ რეზერვაცია/ანგარიშსწორება უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.